გაკვეთილის გეგმები

2017-2018  სასწ.წ

ღია გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა –  კომპიუტერის აგებულება, ინფორმაციის  დამუშავება.

მასწავლებლის  სახელი და გვარი : ნატო გუდავაძე

საგანი - ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

სწავლების  საფეხური/კლასი: დაწყებითი საფეხური/მეხუთე კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა - 18;      

განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე კლასში:  0

 გაკვეთილის   მიზანი:  ისტ საშუალებების ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.
გაკვეთილის  ბოლოს  მისაღწევი შედეგი/ ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები/სტანდარტი:

ის ტექნ. V. 6.მოსწავლე აცნობიერებს ზოგიერთი ისტ საშუალების დანიშნულებას;
  გაიაზრებს კლავიატურაზე კლავიშების განლაგებას, მათ ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს კლავიატურას;
აცნობიერებს, უსაფრთხოდ და სწორად იყენებს ინფორმაციის შესანახ საშუალებებს და მათი მიერთების ან/და ჩადების ადგილებს;ეფექტიანად იყენებს თაგვს (მაგალითად: თაგვის კურსორის გადაადგილება სასურველ ადგილას, ობიექტის გადათრევა თაგვის საშუალებით, დაწკაპუნება და ორმაგი დაწკაპუნება);
ამოიცნობს ისტ საშუალებების კომპონენტებს და გაიაზრებს მათ დანიშნულებას (მაგალითად: კლავიატურა, მონიტორი, ეკრანი, თაგვი);
აცნობიერებს ტექნიკურ მოწყობილობასა და პროგრამულ უზრუნველყოფას შორის განსხვავებას;



შეფასება - მოსწავლეთა ნამუშევრები შეფასდება წინასწარ შემუშავებული რუბრიკის საშუალებით. რუბრიკის კომპონენტებია: 1. ინფორმაციის ცნება 2. კომპიუტერის ძირითადი მოწყობილობები 3.არაძირითადი მოწყობილობები 4. კომპიუტერის მოწყობილობების დანიშნულება.

რესურსები - 6 კომპიუტერი, პროექტორი,  საპრეზენტაციო ფაილი. ფურცლები, მარკერები, სახელმძღვანელო-ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები-ავტორი: ნინო ჯამასპიშვილი.

            
გაკვეთილის ხანგრძლივობა – 45 წთ.
#
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი
დრო (წთ)

საორგანიზაციო საკითხები

მთელ კლასთან


2 წთ

მასწავლებელი შეკითხვებით ამოწმებს განვლილ მასალას.


აქტივობა 1
·         მოსწავლეები ეცნობიან გაკვეთილის მიზანს, შეფასების კრიტერიუმებს.
აქტივობის აღწერა:
·         ვამოწმებ დასწრებას.
·         შევახსენე გაკვეთილის თემას;



გონებრივი იერიში
მასწავლებლის მიერ შექმნილი რესურსით

მთელ კლასთან
კომპიუტერი, პროექტორი
მოსწავლეებს შეუძლიათ ყურადღების მობილიზება და წინა გაკვეთილზე შესწავლილი მასალის გახსენება.

5წთ
2
აქტივობა 2
  • A ფაზა (გამოწვევა) -
აქტივობის
კლასს ვყოფ 4 ჯგუფად. ჯგუფების დაყოფა ხდება შემთხვევითობის პრინციპით: 10-10 სტიკერზე ვწერ ერთიანს, ორიანს, სამიანს და ოთხიანს. (აქედან თითოეულიდან თითოს ახატია ვარსკვლავი), ვყრი ყუთში და თითოეული მოსწავლე იღებს სტიკერს. ვთხოვ მოსწავლეებს ვისაც შეხვდათ ერთანირი ბარათები დაჯგუფდნენ ერთად (ერთიანები ერთ ჯგუფში, 2-იანები მეორე ჯგუფში, 3-იანები - მესამე ჯგუფში და 4-იანები მეოთხე ჯგუფში)
·         ამის შემდეგ მაგიდაზე ვალაგებ 4 ფურცელს, თითოეულ ფურცელზე წერია ინფორმაცია კომპიუტერის მოწყობილობების შესახებ; მოწყობილობების დანიშნულების შესახებ; ინფორმაციის ცნების შესახებ; ინფორმაციის კომპიუტერში წარმოდგენის შესახებ.
ჯგუფური;

ფერადი ფურცლები
ფერადი მარკერები;

12 წთ
3
აქტივობა 3                                     ფაზა
(შინაარსის რეალიზება)-22 წთ
ვთხოვ თითოეული ჯგუფიდან იმ მოსწავლეს, ვისაც შეხვდა ვარსკვლავიანი სტიკერი, გამოვიდეს და ისაუბროს მითითებულ საკითხზე და . . ჯგუფებიდან მოსწავლეები საუბრობენ და შესაბამისად ვახდენ ამ ყველაფრის დემონსტრირებას.
·          
დემონსტრირების მეთოდი
ჯგუფური
დიდი ზომის თაბახის ფურცლები (ფლიქჩარტები);
ფერადი მარკერები;
 ფერადი სამაგრეები.

15 წთ
4
§  აქტივობა 4                                   
§  ფაზა-
§  (გამთლიანება)-
ვახდენ დავალების შეჯამებას, ვაწყობ დებრიფინგს: რა ვისწავლეთ, რაში გამოგვადგება ეს კომპეტენციები და ვაფასებ მოსწავლეებს. მოსწავლეები პერსონალურად პასუხობენ დასმულ შეკითხვებს: როგორ განმარტავთ, რას არის ინფორმაცია? როგორ ამუშავებს ინფორმაციას კომპიუტერი? რა სახით წარმოიდგინება ინფორმაცია კომპიუტერში? პროექტორზე ვუჩვენებ სურათებს და ვთხოვ ამოიცნონ კომპიუტერის ძირითდი და არაძირითადი მოწყობილობები.
დემონსტრირების მეთოდი
საერთო საკლასო
ელექტრონული პრეზენტაცია;
პროექტორი;
კომპიუტერი;

6 წთ.

მოსწავლეთა მოსაზრების მოსმენის შემდეგ ყურადღებას ვამახვილებ შეფასების კრიტერიუმებზე. ინდივიდუალურად  ვურიგებ  თვითშეფასების რუბრიკას. მოსწავლეები ავსებენ მას.  მოსწავლეებთან ერთად განვიხილავ  რა იყო მათთვის გასაგები/გაუგებარი და ვაკეთებ  განმავითარებელ შეფასებას
განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება
მთელ კლასთან და ინდივიდუალურად
თვითშეფასების რუბრიკა
მოსწავლეები შეძლებენ საკუთარი თავის შეფასებას კრიტერიუმებზე დაყრდნობით.
5წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

მოსწავლე ამოიცნობს ისტ საშუალებების კომპონენტებს და გაიაზრებს მათ დანიშნულებას
აცნობიერებს ტექნიკურ მოწყობილობასა და პროგრამულ უზრუნველყოფას შორის განსხვავებას;აცნობიერებს კომპიუტერის ძირითადი და არაძირითად მოწყობილობებ


მოსწავლეთა ნამუშევრები შეფასდება წინასწარ შემუშავებული რუბრიკის საშუალებით. რუბრიკის კომპონენტებია:

1. ინფორმაციის ცნება
2. კომპიუტერის ძირითადი მოწყობილობები
3.არაძირითადი მოწყობილობები
4. კომპიუტერის მოწყობილობების დანიშნულება
ხელმოწერა:  ნ. გუდავაძე

თარიღი:



დანართი 1

შეფასების  სქემა
კრიტერიუმები
1-2 ქულა
3-5 ქულა
6-8 ქულა
9-10 ქულა
ინფორმაციის ცნება
ვერ აყალიბებს ინფორმაციის ცნებას
უჭირს ინფორმაციის ცნების განმარტება
განმარტავს ინფორმაციის ცნებას
სრულად განმარტავს ინფორმაციის ცნებას
ინფორმაციის წარმოდგენა კომპიუტერში 
ვერ პასუხობს
უჭირს პასუხის გაცემა
ხსნის მოკლედ
სწორად ხსნის და ასაბუთებს
კომპიუტერის დანიშნულება, აგებულება
არ იცის
პასუხობს დახმარებით
განმარტავს, მაგრამ არასრულყოფილად
კარგად განმარტავს კომპიუტერის მოწყობილობების დანიშნულებას
არაძირითადი მოწყობილობები 
არ იცის
ნაწილობრივ ასახელებს არაძირითად მოწყობილობებს
ასახელებს არაძირითად მოწყობილობებს
ასახელებს და განმარტავს თითოეულ მოწყობილობას

Комментариев нет:

Отправить комментарий